იაგო ხვიჩია - სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს იმაზე, თუ როგორ ვამთავრებთ ამ 10-წლიან ბრძოლას და ხელს როგორ ართმევს ერთმანეთს „ქოცი“ და „ნაცი“- ევროპაში მოჩხუბრების შეყვანა არავის უნდა

ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან ჩვენ ვითხოვდით მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს მოთხოვნა ჯერაც არ შესრულებულა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით „ბევრად უფრო სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, ვიდრე აქამდე მიმდინარეობდა“.

„მაგალითად, უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. უნდა დაიდოს თუ რა შეიძლება იყოს პოლიტიკურად ამის საფასური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა მაგიდაზე პოლიტიკური შეთავაზების დადებაც - როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ ბევრი რამ შევთავაზეთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ხელისუფლებასაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ არცერთი მხრიდან არ გვქონია პოზიტიური გამოხმაურება, ამიტომ თავს შევიკავებ პოლიტიკური კონსულტაციებისგან იმ პოლიტიკური მხარეებისთვის, რომელთაც უბრალოდ არ უნდათ რჩევა და უნდათ არსებული სიტუაციის გაგრძელება, თანაც ორივე მხრიდან.

ჩვენ ბევრჯერ გაგვიცია რჩევა - მაგალითად, გამოსავალი იქნებოდა, ეს საქმე რომ გადაეწყვიტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, სადაც ხალხი გაასამართლებდა მიხეილ სააკაშვილს. ასევე შევთავაზეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, როგორც ვარიანტი. ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, მაგალითად - 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე თანხმობის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა კამპანიური ხასიათის - დაიდებოდა განცხადება, რომ „ჩვენ, ნაცები, მზად ვართ ამისთვის“ და თქვით პირობა, რა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საპროცესო გარიგების ფასი. ასეთი სერიოზული საუბარი ჯერ არ დაწყებულა და ველოდებით, რომ ცოტა ხანში დაიწყება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „სერიოზულად არაფერი შესრულებულა“.

„ჩემი აზრით, სერიოზულად არაფერი შეგვისრულებია - უფრო მეტიც, სერიოზულად შესრულებაზე საუბარიც კი არ დაგვიწყია. ყველა პროცედურა, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, იყო ფორმალისტურად შესრულებისკენ მიდრეკილი. მეორე ვადა მოგვეცა იმისთვის, რომ დავსერიოზულდეთ. დასერიოზულება დაიწყება დეპოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტით. მანამდე ნაკლებად ვხედავ პერსპექტივას, რომ აქედან რაიმე გამოვა.

სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვამთავრებთ ამ 10-წლიან ბრძოლას და ხელს როგორ ართმევს ერთმანეთს „ქოცი“ და „ნაცი“. ევროპაში მოჩხუბრების შეყვანა არავის უნდა - არავის მოუნდება ორი მოჩხუბარი ადამიანის სახლში შემოშვება. ჯერ გარეთ უნდა იჩხუბო, დალაგდე და მერე შეხვიდე სადღაც სტუმრად. ამას გვეუბნებიან და ჩვენ მიხვედრა გვიჭირს. ცოტა ხანი არ არის, რაც ამას გვეუბნებიან დარწმუნებული ვარ, რომ 1 წელი ამასთან დაკავშირებით რაღაცას მოგვცემს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო