ლევან ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ ცდილობს, სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ ადამიანებზე, რომლებიც მკვლელ რეჟიმს აპროტესტებენ

„რუსული ოცნება“ ცდილობს პროტესტის ჩახშობით სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ ადამიანებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე, რომლებიც აპროტესტებენ მკვლელ რეჟიმს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტები კახა კვეკვესკირი, დავით გალოგრე, ხათუნა ბერიძე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბესიკ გედენიძე იმყოფებოდნენ.

„ნაწილი მათგანი აპროტესტებდა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. ჩამოთვლილ ადამიანებზე, ჩვენი ინფორმაციით ეს წრე გაიზრდება, წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა. ესეც არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს დააკავებენ 4-დან 7-წლამდე, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი აპროტესტებენ მკვლელ რეჟიმს.

ასევე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს დეპუტატს აჭარაში, გიორგი კირთაძეს, თუმცა სისხლის სამართლის დამნაშავე დღეს გირაოთი თავისუფალია. ასევე, ოზურგეთის საკრებულოში ჩვენს წევრ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ეს საზოგადოებამ ტელევიზიით იხილა, თუმცა ამ დრომდე საქმის წარმოებაც არ დაწყებულა.

მე მინდა მივმართო საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულ ყველა ადამიანს, თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანების უსამართლო დევნაზე ისინი სამართლებრივად იქნებიან პასუხისმგებლები და აუცილებელია მათ ხელმძღვანელებს კანონის შესაბამისად გაუწიონ წინააღმდეგობა“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო