კირილ ბუდანოვი - უკრაინა ყირიმს როგორც ძალით, ასევე დიპლომატიური გზით დაიბრუნებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს კომბინირებულად, როგორც ძალით, ასევე დიპლომატიური გზით დაიბრუნებს.

"ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული გზით: ძალით და დიპლომატიურადაც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი ქვედანაყოფები იქ იარაღით ხელში შევლენ“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმი დასავლეთის ქვეყნებისთვის „წითელი ხაზია“, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ არ არის დაინტერესებული იმ ადამიანების აზრების მოსმენით, რომლებიც არ ასახავენ უკრაინელი ხალხის პოზიციას“.

კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო