ლევან ხაბეიშვილი - ანა წითლიძის მიმართ ჩემი თხოვნა იყო, იქნებ უზრუნველყოს შიმშილობის შეწყვეტა

ნებისმიერი პროცესის გაწელვა ემსახურება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას. ცხადია, ვერ მივესალმები იმას, რაც უზრუნველყოფს პროცესის გაწელვას. ნაფიცი მსაჯულების შეკრებას დრო დასჭირდება, ეს ხომ მთელი პროცედურაა , - ასე გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ინიციატივას, რომ მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესები ნაფიც მსაჯულების მონაწილეობით გაგრძელდეს.

მისივე თქმით, „ყველაზე დიდი ტრაგედია, როცა პოლიტიკოსები და პოლიტიკური კონიუნქტურა წყვეტს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.“

„ამას უმრავლესობა და უმცირესობა, ოპოზიცია და პოზიცია კი არ უნდა აფასებდეს, არამედ ამას უნდა აფასებდნენ სამართლებრივად და უამრავი მტკიცებულება არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათ შორის, საზოგადოებამ თვალითაც აღიქვა, თვალის აღქმის გარდა არსებობს უამრავი მტკიცებულება ექიმების, პროფესიონალი ადამიანების, ექსპერტების, სადაც შავით თეთრზე წერია ამ ადამიანის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამიტომ ამას სამართლებრივად უნდა წყვეტდნენ და არა უმრავლესობის წევრები აკეთებდნენ ამაზე განცხადებებს, თუ ეს პროცესი სამართლებრივი იქნება, ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა აქამდეც მოხდებოდა. თუ იქნება პოლიტიკური შინაარსი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ უმრავლესობა ასე ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, როცა პოლიტიკოსები და პოლიტიკური კონიუნქტურა წყვეტს მიხეილ სააკაშვილის საქმეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მან მოინახულა კოლეგა, რომელსაც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ძალიან მძიმე ანა წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემი კოლეგა მოვინახულე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო იქნებ რაღაცნაირად უზრუნველყოს შიმშილობის შეწყვეტა იმიტომ, რომ ყოველდღიურად ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას პრობლემა ექმნება“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო