ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ფუძნდება ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას

საქართველოშიც ფუძნდება ახალი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, თავდაპირველად ფონდის ზომა დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცა თანხმობა და ახალ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, რაც არის პირველი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფოც შევა. ჩვენ ასეთი გეგმა გვქონდა სხვა ამერიკულ ფონდთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ კომპანია 500 startups, რომელიც საქართველოში წლებია წარმატებით საქმიანობს. ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური სექტორის მიმართულებით აქსელერატორი, რომელიც ჩვენს სააგენტოსთან წარმატებით მუშაობს. აღნიშნული კომპანია საქართველოში აფუძნებს ახალ ფონდს, რომელიც იქნება ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული. ასევე მას ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის რეგულირების და კონტროლის ვალდებულება გააჩნია. ამაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად და საქართველოში ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი ინოვაციების, სტარტაპების და ტექნოლოგიების ზოგად წახალისებასთან მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. საქართველოში პირველი ასეთი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ჩამოყალიბდა და საქართველოს სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ GITA-ს სახით.

ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც სტარტაპ ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული ინსტიტუციური საშუალება უჩნდება.

გარდა იმისა, რომ ჩვენ აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიების ვეხმარებით ხოლმე და ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა ხდება, რაში მონაწილეობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის „500 startups”, რომელიც, როგორც გითხარით, გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და საქართველოშიც ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ფონდში რამდენიმე პარტნიორი გვეყოლება უშუალოდ „500 startups”-თან ერთად, რომელიც ფონდის დაფუძნების ინიციატორია. აქ ასევე იქნება „საქართველოს ბანკი“, რამდენიმე სხვა კერძო ინვესტორი და პირველი თანხების მობილიზება 2023 წელს მოხდება.

ფონდი ზომა დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარია, რასაც პირველ ეტაპზე მოვიაზრებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ არაერთი სტარტაპის წარმატების ისტორია გვაფიქრებს იმას, რომ ეს წამოწყება ზოგადად იქნება ძალიან წარმატებული და ფონდიც მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა