ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირებების შედეგად „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირებების შედეგად საქართველოს განვითარების ფონდი შეიქმნება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს განვითარების ფონდი ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია არ იქნება.

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავრობაში მიდიოდა მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან. ასევე, საპარტნიორო ფონდის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო და პარლამენტს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება. უკვე 2023 წელს ახალი ფონდი გვექნება, ახალი პირობებით და ახალი სახელით, რომელსაც საქართველოს განვითარების ფონდი ჰქვია, დღეს ასე მიიღო მთავრობამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის პარლამენტზე და პარლამენტი რა ფორმით დაამტკიცებს ამ ცვლილებებს, უნდა ვნახოთ 2023 წელს. იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება, ოპერატიულად მოხდება და შემდეგში ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და მეტი დამოუკიდებლობა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი აზრი. არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული, უფრო ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ესაა ექსპორტზე ორიენტირებული, ეს არის უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მთავრობის წევრები აღარ იქნებიან.

„ერთია დამოუკიდებლობა და ამას უზრუნველყოფს განახლებული მმართველობითი სისტემა - ფონდი პოლიტიკური მონაწილეობისგან იქნება დამოუკიდებელი. დღეს იცით, რომ მინისტრები და მთავრობის წევრები არიან უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მომავალში ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შესაბამისად მიიღებს მათ შორის საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილებებს. უზრუნველყოფილია საბჭოს უფრო მეტი დამოუკიდებლობა, უფრო მეტად ბიზნეს ორიენტირებულობა. ეს დამოუკიდებლობა არის ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებშია ასახული. ეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონკრეტული პრიორიტეტულ მიმართულებებში, კონკრეტული პარამეტრებით განახორციელებს თავის საინვესტიციო საქმიანობებს“, - განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას