ლევან დავითაშვილი - მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება

მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ სოციალური წნეხი მოსახლეობისთვის მინიმუმი იყოს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები - ეს არის სემეკის შეფასება. ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ძალიან ორგანიზებულად და კოორდინირებულად გვიწევს მუშაობა ბიზნესთან და ენერგოსექტორთან ერთად იმისთვის, რომ სოციალური წნეხი იყოს მინიმუმი მოსახლეობისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.

გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტი.

"სხვადასხვა ეტაპზე მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს ხოლმე სამ ეტაპად. ჩვენ რამდენიმე პროექტი განხილული გვქონდა, რამდენიმე პირველად წარვადგინეთ. ჩვენ საკმაოდ საინტერესო ჰიდროენერგეტიკული პროექტი წარვადგინეთ მთავრობაზე და ასევე, მზის ენერგეტიკის პროექტი, რომელიც 100 მეგავატამდე სიმძლავრის საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად და არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან ერთად განხორციელდება, რომელსაც ენერგოსექტორში განსაკუთრებული სპეციალიზაცია გააჩნია. ეს იქნება თითქმის 100 მეგავატი, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რომელზეც დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება.

წინასწარი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა ტარიფის დაზუსტება, მოხდა ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ამ პროექტის. ეს არის ყველაზე გლობალურად ცნობილი ინვესტორი განახლებად ენერგიებში, განსაკუთრებით მზის ენერგიებში, რომელიც, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოში ამ პროექტის განხორციელებას ექნება დიდი მნიშვნელობა. ეს არ იქნება ერთი ინდივიდუალური პროექტი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორის შემოყვანის საკმაოდ კარგი წინაპირობა და ვფიქრობ, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული", - განაცხადა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს