ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს და თუ საჭიროა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს.

ამის შესახებ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს“.

„წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს, აზარაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს.

„ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გიპასუხებთ, რადგან ამ პროცესში არ ვართ ჩართულები. სამხარაულის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მოცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო