„ეფესბეს“ მტკიცებით, რუსეთის ბრიანსკის ოლქის საზღვარზე უკრაინელი „დივერსანტების“ ლიკვიდაცია განახორციელეს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების „დივერსიული ჯგუფის" ლიკვიდაცია, რომელიც რუსეთის ბრიანსკის ოლქში შესვლას ცდილობდა.

„2022 წლის 25 დეკემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად განადგურდა ოთხი დივერსანტი, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინიდან ბრაიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევას. დივერსანტები შეიარაღებულები იყვნენ უცხოური წარმოების იარაღითა და ოთხი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით,“- აღნიშნულია „ეფესბეს“ განცხადებაში.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში