ჯანდაცვის მინისტრი - 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ასევე აქტიურად მუშაობს სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხზე.

„მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ექნება ვალდებულება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. ეს იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული 5 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი და მხოლოდ ამ აკრედიტაციის შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ, უბრალოდ ამ მთავრობის სხდომაზე ამის გამოატანა ვერ მოესწრო და ვფიქრობ, რომ მომდევნო მთავრობაზე გამოვიტანთ - ეს არის სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხი, რომელიც გვინდა, რომ 2024 წლიდან სავალდებულო შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა თუ სახარჯი მასალა მკაცრად გაკონტროლებული იქნება. ეს არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი ნაწილი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მინისტრმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი