კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა. ჯამბაზებმა ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე იზრუნეს. პატარებთან შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორი მასკოტები, სარკეებიან ფორმაში კოსტიუმირებული გმირი და სახეზე მომხატველები. საბავშვო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა „1/4“ გააფორმა.

მათივე ცნობით, სკვერის გახსნას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

„ოკუპაციის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დავიწყეთ. ამ პროექტისთვის 513 000 ლარი გამოიყო. უამრავი სამუშაო განხორციელდა - რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, სკვერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და იმედი მაქვს, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო