სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ორგანიზმში თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე.

ამასთან, ექსპერტიზის ბიურო „ცრუს“ უწოდებს, ინფორამციას, თითქოს ბიუროს არ აქვს ეგრეთ წოდებული “ლიცენზია” ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად.

„მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე განხორციელდა მოქალაქის ზარი შეკითხვით: თმის ღერზე და ფრჩხილზე ტარდება თუ არა ტოქსიკოლოგიური შემოწმება? ბიუროს ცხელი ხაზის ოპერატორმა მოქალაქეს უპასუხა, რომ თმის ღერზე არ ტარდება, ტარდება შარდის ნიმუშზე.

სრული სიცხადისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ შარდის ნიმუში, ოპერატორის მიერ ნახსენები იყო ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკოლოგიური კვლევით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით და არა მძიმე მეტალების ან სხვა ნივთიერებების კვლევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით, როგორც წესი მოგვმართავენ სისხლის ან/და შარდის ნიმუშში აღნიშნული ნივთიერებების დადგენის მოთხოვნით, ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფრჩხილზე და თმის ღერზე ჩატარდეს ნარკოტიკული ნივთიერებების კვლევა.

რაც შეეხება საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის მქონე საკითხს: ორგანიზმში თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარებას, ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე.

ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიუროს არ აქვს ეგრეთ წოდებული “ლიცენზია” ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად. ბიურო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ “ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის N255-ე დადგენილებით, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ბიუროს მიერ ექსპერტიზების ჩატარების უფლებამოსილებას და ყველა სხვა სახის ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი აკრედიტებულია ISO 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ბიუროში და კონკრეტულად აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევების მაღალ სანდოობას“,- ნათქვამია ინფორამაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო