გორში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მოეწყო

გორში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მოეწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერიიც ცნობით, ღონისძიება, ტრადიციულად, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა - კურთხევით გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვინც აწარმოებს ქართულ ოჯახურ ღვინოს, თაფლს, ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, მურაბებს, ჯემებს, საკონდიტრო ნაწარმს და ამზადებს სხვადასხვა სახის ტკბილეულს, ვინც ქმნის ხელნაკეთ საახალწლო თუ საშობაო ნივთებს, ხატავს, ქარგავს, ქსოვს, რეწავს, ძერწავს და ა.შ...

მათივე ცნობით, შეგროვილი თანხით, საშობაოდ დახმარება გაეწევათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების, გორისა და ატენის ეპარქიისა და ორგანიზაცია საქართველოს წითელი ჯვრის მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს