პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის" ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
„პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, უკვე 1 წელია ვაწარმოებთ კამპანიას რეალური მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის, რომლის არსებობაც აპრობირებული მექანიზმია ევროპაში. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმებისთვის და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის არასაკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთჯერადი.
სინამდვილეში აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს ისეთივე მექანიზმი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია.
საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროდან შეიქმნას შესაბამისი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც პერიოდულად ინფლაციასთან მიმართებაში განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას იმისათვის, რომ იგი არ იყოს დადგენილი ასე ერთჯერადად, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით", - ნათქვამია პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"