ეროვნული ბანკი - ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის ნოემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.5 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის ნოემბრის ბოლოს 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო