ალუდა ღუდუშაური - ვიღაცები გამოხტებიან და „მშვიდობას“ საქილიკოს ხდიან - ვნახეთ ჩვენ მათი ნაბრძოლი

არიან ძალები, რომლებიც ნებისმიერ მოქმედებასა და განცხადებაში გასაკრიტიკებელს დაინახავენ. ყველა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თავი დაანებონ უაზრო პოლიტიკურ ქიშპობას. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შავზე ვთქვათ შავი და თეთრზე თეთრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, „ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“ - უკრაინის ხელისუფლებისადმი ნიშნის მოგებით ნათქვამი.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს უბრალო ფარად იყენებს და ამ გმირებით პოლიტიკურ ქულებს იწერს.

„არიან ძალები, რომლებიც ნებისმიერ მოქმედებასა და განცხადებაში გასაკრიტიკებელს დაინახავენ. ყველა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ თავი დაანებონ უაზრო პოლიტიკურ ქიშპობას. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შავზე ვთქვათ შავი და თეთრზე თეთრი. ჩვენ ვართ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერები. ვუსურვებთ მათ ოკუპანტებზე გამარჯვებას და სტაბილურ მშვიდობას. ამ დროს ვიღაცები გამოხტებიან და სიტყვა მშვიდობას საქილიკოს ხდიან.

დიდება იმ გმირებს, ვინც ოკუპანტებთან ბრძოლაში თავის სიცოცხლეს სწირავს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოკალათებული პირები ამ გმირებს უბრალო ფარად იყენებენ. წამოგორებულები არიან თბილად და „სელფებს“ იღებენ და ამ ადამიანებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის თქმით, ნებისმიერი პირი, ვინც უკრაინაში იბრძვის, არის გმირი.

„საუბარია, იმაზე, რომ ვინც იქ იბრძვის და ოკუპანტს ებრძვის ის არის გმირი, ეს არის ვაჟკაცობა და აქ წერტილია. ნებისმიერი პირი, ვინც უკრაინაში იბრძვის და ებრძვის ოკუპანტს არის გმირი.

არაერთი წარმომადგენელი გინახავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც იარაღით ხელში „სელფს“ იღებენ, პარტიაში წამოწოლილები არიან, შეხედეთ ამ სიტუაციას. ვინც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიული „ლომები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა დააზიანონ, აქაც ვნახეთ მათი ნაომარი, ბრძოლის ველზე ჩვენი გმირების ცხედრები, რომ მიატოვეს. ვნახეთ ჩვენ ამათი ნაბრძოლი.

ვინც იბრძვის მამულაშვილი იქნება თუ ნებისმიერი არის გმირი. მაგრამ, ვინც ამათ სიტუაციას იყენებს, ის გმირი ვერ იქნება. ყველას გვახსოვს უკრაინაში ჩასული პოლიტიკოსები, რომლებიც იქ „სელფებს“ იღებდნენ. ამ ყველაფერს პოლიტიკურად, რომ იყენებენ ეს არის ფაქტი.

გვენანება თითოეული ჩვენი გმირი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, ცოცხლები ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო