ანა წითლიძე შიმშილობას წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ შიმშლობა შეწყვიტა. ანა წითლიძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, თავიდანვე არ ჰქონდა მოლოდინი, რომ "ჰუმანიზმისგან დაცლილი" ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს შეასრულებდა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გითხრათ ექიმებს. რომ არა ისინი, აქ ჯდომას და საუბარს ვერ შევძლებდი. მადლობა პარლამენტის აპარატს, ასევე, ჩემს მეგობრებს.

მე პირველივე დღიდან არ მქონდა განცდა, რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილსა და ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს საზოგადოება. მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან, მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი: ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ“, - აღნიშნავს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში 12 დღე შიმშილობდა.

წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა - დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო