ვოლოდიმირ ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ზელენსკის თქმით, მან ინდოეთის ლიდერს „დიდი ოცეულის“ წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა.

„ამ პლატფორმაზე [დიდი ოცეული] გამოვაცხადე მშვიდობის ფორმულა და ახლა მის განხორციელებაში ინდოეთის მონაწილეობის იმედი მაქვს“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ინდოეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა გაერო-ში ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო