ხატია დეკანოიძე - ანა წითლიძე მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის დეპუტატი ანა წითლიძე მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.

როგორც დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ანა წითლიძესთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ შესაბამისი მაჩვენებლების გაუმჯობესება ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში ვერ მოხდება.

„12 დღის განმავლობაში, როგორც მე, ასევე ჩვენი მეგობრები და ექიმები 24 საათის განმავლობაში ვიყავით ანისთან. მიუხედავად იმისა, რომ ანის ვიცნობდი, ჩემში ამ ადამიანმა გადაინაცვლა სხვა განზომილებაში.

დღეს, დილიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ანისთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ მისი კრიტიკული ზღვარის და მაჩვენებლების გაუმჯობესება ამ ეტაპზე, პარლამენტის შენობაში ვერ მოხდება.

ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ოპოზიციური ფლანგიდან თუ სამთავრობო, ვინც იტყვის, რომ ანის თავგანწირვის აქტი შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა, ეს ადამიები ჩემგან დაიმსახურებს სერიოზულ და ღრმა კრიტიკას. მე, როგორც მისი მეგობარი ბედნიერი ვარ, რომ ანი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.

მე ანის მადლობას არ ვუხდი, მაგრამ ის რაც მან გააკეთა, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკური აქტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.

წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა - დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით