ვასო ურუშაძე - შემიძლია, კახა კალაძეს თქვენს ეთერში დებატები შევთავაზო, მაყურებელმა განსაჯოს, ვინ ერკვევა სატრანსპორტო პოლიტიკაში

შემიძლია, კახა კალაძეს დებატები შევთავაზო, მოვიდეთ ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ კონსტრუქციულად. მაყურებელმა განსაჯოს, ვინ ერკვევა სატრანსპორტო პოლიტიკაში. ფაქტია, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გვაქვს , - ამის შესახებ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტია, რომ საცობების პრობლემა ყველას აწუხებს.

„შემიძლია, კახა კალაძეს თქვენს ეთერში შევთავაზო დებატები, მოვიდეთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ კონსტრუქციულად. მაყურებელმა განსაჯოს ვინ ერკვევა სატრანსპორტო პოლიტიკაში. ფაქტია, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გვაქვს. ეს არ არის მარტო საცობები. მეტროში ჩავალთ პრობლემაა, ავტობუსში ასვლა პრობლემაა, ტაქსით და ფეხით გადაადგილებაც პრობლემაა. კალაძეს ვეთანხმები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვთანხმდებით, რომ საავტომობილო ტრანსპორტი არ უნდა იყოს პრიორიტეტი. დღეს მთელი სატრანსპორტო პოლიტიკა იქით არის მიმართული, რომ საავტობუსო ზოლებით მომავალში მობილობის პრობლემა არ გვექნება. ეს ჩემი აზრით, არ არის სწორი“, - აღნიშნავს ურუშაძე.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დაიწყოს სატრანსპორტო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ, „უნდა დაინერგოს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ნაკადების სტატისტიკური მონაცემები შევაგროვოთ, რომელი კვანძია პრობლემური“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო