გოძიაშვილის სახელობის ბაღში საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი ჩვენს უბანში“ გაიმართა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით, ყაზბეგის გამზირზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის ბაღში საახალწლო ღონისძიება -„ახალი წელი ჩვენს უბანში“ გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ჩატარდა.

როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაა.

“ვაგრძელებთ კამპანიას „ახალი წელი ჩვენს უბანში“ და კამპანიის ფარგლებში, ამჯერად გოძიაშვილის ბაღში ჩვენს პატარა მეგობრებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. ძალიან სასიხარულოა, როცა ამდენ გახარებულ ბავშვს ვხედავთ. ვულოცავ მათ დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მათთან ერთად, მინდა ახალი წელი სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში ყველას მშვიდობა ვუსურვო“ , - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, კამპანია „ახალი წელი ჩვენს უბანში“ საბურთალოს რაონში, რამდენიმე მისამართზე უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი