მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მქონდა ბევრ თქვენგანთან და ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ბუნებრივია, ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ საფუძვლად რჩება ასოცირების შესახებ შეთანხმება და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.

მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საპარლამენტო დიპლომატიაზე და ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა წლის განმავლობაში და ეს კვლავაც გაგრძელდება, რადგან წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ევროპარლამენტის წევრების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობასა და ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ერთია როდესაც ჩვენ ჩავდივართ და ვესაუბრებით სხვადასხვა პოლიტიკოსებს პოლიტიკური პარტიებიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როცა ისინი ჩამოდიან საქართველოში და საკუთარი თვალით ნახულობენ აქ არსებულ ვითარებას, იმიტომ, რომ უმეტესწილად, აქ განხორციელებული ვიზიტებისა და შეხვედრების შემდეგ, ის კითხვები რაც მათ აქვთ ხოლმე - ქრება", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ელჩების კონფერენცია ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024