მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ.

„2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ, საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს ფეიგინი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა, ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო