თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება

თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება.

აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

თსუ-ში საბჭოს სხდომა 10:00 საათზე დაიწყება, 11:00 საათზე კი კენჭისყრა გაიმართება.