შეიძინე საოჯახო ტექნიკა Extra-ზე

ახალი წელი სიახლეების და ცვლილებების პერიოდია. ამ დროს ადამიანები ცდილობენ განაახლონ ავეჯი, ტექნიკა. თითქოს ერთგვარი ტრადიციაა, შეხვდე სიახლეებით ახალ წელს, რათა მთელი წელი სასიამოვნოდ წარიმართოს.

როგორც წესი, ასეთ დროს საოჯახო ტექნიკაზე დიდი ფასდაკლებებია ხოლმე, ამიტომ წინასაახალწლო პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო დროა, ტექნიკის შესაძენად.

ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი extra.ge საკუთარ სივრცეში აერთიანებს საოჯახო ტექნიკის უდიდეს არჩევანს.

ექსტრას საოჯახო ტექნიკა რამდენიმე კატეგორიად იყოფა და თითოეულ მათგანში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული მოდელები - Bosch, Samsung, Beko, Gorenje, Vestel, Eleqtrolux, Hisense, Simfer, Toshiba, Graetz და.ა.შ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში ექსტრა მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს სამზარეულოსთვის: მაცივრებს, გაზქურის ზედაპირებს, გამწოვს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, საშრობ და სარეცხ მანქანებს, მაცივარს, საყინულეს, წყლის დისპანსერს და.ა.შ

თუ გსურთ, ოჯახის ქალბატონები განსაკუთრებით გაახაროთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა საუკეთესო საჩუქარია. ახალი წლის დღეებში, დიდი სტუმრიანობის დროს, ეს ნივთი ერთი-ორად დაფასდება.

მსხვილი საოჯახო ტექნიკის გარდა, ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ წვრილი ტექნიკა, მიქსერი გემრიელი ნამცხვრების მოსამზადებლად, ბლენდერი რომელიც გარდა უფროსებისა, პატარების გამოსაკვებად ძალიან საჭირო ნივთია, ყავის აპარატი, ელექტრო ჩაიდანი ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციით, ტოსტერი, ხორცსაკეპი, ჩიფსის, პოპკორნის აპარატი, აერო გრილი, ორთქლსახარში ქვაბი, რომელიც ბოსტნეულსა და ხორცს იდეალურად ხარშავს და უნარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და.ა.შ.

ექსტრაზე წარმოდგენილი პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა, ნებისმიერი სახის ტექნიკას მოჰყვება გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში, ისარგებლებთ წინასწარ განსაზღვრული საგარანტიო მომსახურებით.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ექსტრადან შეგიძლიათ სასურველი ნივთები განვადებით შეიძინოთ. ამისთვის საჭირო არაა ბანკში მისვლა, სახლიდან გაუსვლელად ექსტრას საიტზევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით, შეავსოთ მოცემული ველები საჭირო ინფორმაციით, თავადვე გადაანაწილოთ თანხა 6 თვემდე ვადაზე და შეხვდეთ ახალ წელს ახალი ტექნიკით.

თუ პირდაპირ ყიდულობთ ნივთს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ანგარიშიდან, ექსტრას ბალანსიდან, ან ხელზე გადაუხადოთ კურიერს. თუ პლუს ქულებს აგროვებთ, ექსტრაზე პლუსებითაც შეგიძლიათ გადახდა.

სადაც არ უნდა იყოთ, კახეთში, ქუთაისში, ზუგდიდში ბათუმში, სვანეთში, ბაკურიანში და.ა.შ. ექსტრას კურიერები შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შეკვეთის ღირებულება 50 ლარს გადააჭარბებს, უფასო მიწოდების სერვისით ისარგებლებთ.

ეს ერთი და სხვა მრავალი - ექსტრა ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო