თაზო დათუნაშვილი - ჯაბა სამუშიას ერთადერთი მიღწევა ცხოვრებაში არის ის, რომ აკრიტიკოს ქართული ოპოზიცია და ხოტბა შეასხას ივანიშვილის რეჟიმს

თსუ-ში სამწუხაროდ, რექტორის დანიშვნა იმ საბჭოთა ტრადიციებში ტარდება, რომელ საბჭოთა ტრადიციებში გამოიწრთო ამ უნივერსიტეტის ყველა ტრადიცია. ახლა ხდება ის, რაც ხდებოდა ბრეჟნევის და ხრუშჩოვის დროს, საბჭოთა კავშირის ნებისმიერი მმართველის დროს, როდესაც უნივერსიტეტის რექტორს არჩევდნენ პოლიტიკური პრეფერენციების მიზნით, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს, სადაც ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი.

მისივე თქმით, ჯაბა სამუშიას ერთადერთი მიღწევა არის ის, რომ „აკრიტიკოს ქართული ოპოზიცია და ხოტბა შეასხას ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში“.

„ვინ არის ჯაბა სამუშია? რამდენიმე საეჭვო რეპუტაციის წიგნის ავტორი საქართველოს მეფეებზე. სინამდვილეში ის არის ერთ-ერთი დანიშნული რეპორტიორი „ტვ იმედის“, რომელსაც ყოველ საღამოს ვხედავდით დიდი ხნის მანძილზე პროსახელისუფლო კომენტარების გასაკეთებლად. მისი ერთადერთი მიღწევა ცხოვრებაში არის ის, რომ აკრიტიკოს ქართული ოპოზიცია და ხოტბა შეასხას ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში. ამ დამსახურების გამო დღეს ნიშნავენ უნივერსიტეტის რექტორად. სამწუხაროდ, ის აკადემიურად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აი, ამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში არიან, ხვალ სტუდენტებს უნდა შეხვდნენ, რომელთაც დღეს კორდონების და დაცვის ჯაჭვის უკან ემალებიან“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო