ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მსოფლიოში გავლენიან მედიასაშუალებებს უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მსოფლიოში გავლენიან მედიასაშუალებებს უმასპინძლა.

მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 54 პრეს-ტური გამართა და 482 ადამიანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს National Geographic-ის, Conde Nast Traveller-ის, The Financial Times-ის, Independent-ის, Steller-სა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და პლატფორმების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურების შედეგად საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით პოსტი, სტატია, სიუჟეტი და ვიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო.

მათივე ცნობით, პრესტურების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა, ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით დაგეგმა და განახორციელა აქტივობები.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 გაცნობით ტურის შედეგად, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კურორტებსა და ინფრასტრუქტურას 58 ტუროპერატორი გაეცნო. ტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები თანამშრომლობის მიზნით ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო