თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი - უკეთესი იქნებოდა რექტორობის რამდენიმე კანდიდატი ყოფილიყო - მისი არჩევის წესი შესაცვლელია

მარტო ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, ცუდია და უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო რამდენიმე კანდიდატი და სხვადასხვა კონცეფციები - რექტორის არჩევის წესი განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით. ჩემი აზრით, ეს კანონი მთლიანად შესაცვლელია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, მიხეილ ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ღამით თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა, რომლებიც მის რექტორად არჩევას აპროტესტებდნენ.

„10:00 საათზე დაიწყო რექტორობის კანდიდატის ჯაბა სამუშიას მოსმენა. გაგრძელდა ერთი საათი. მანამდე საბჭოს წევრებს მისი კონცეფცია მიღებული ჰქონდათ, საინტერესო საუბარი შედგა. კენჭისყრა უკვე დაიწყო და ალბათ, ერთ საათში დასრულდება, ყველა თქვენგანი გაიგებს იმ შედეგებს, რომელიც იქნება. პროგრამა, რომელიც ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას და უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებას. ჯაბა სამუშიამ ძალიან კარგად იცის უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა, რადგან ის დიდი ხანია აქ მუშაობს. სამუშაო საკმაოდ ბევრია და ყველა მათგანის გადაწყვეტა შეიძლება. ვფიქრობ, რომ ის ყველასთან ერთად შეძლებს ამ პრობლემების გადაჭრას. მე ვიცი ის სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც ზოგადად აპროტესტებენ აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის არჩევას. საქმე იმაშია, რომ რექტორის არჩევის წესი განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ”კანონის მიხედვით. პირადად ჩემი აზრია, რომ ეს კანონი მთლიანად შესაცვლელია. რაც შეეხება სტუდენტთა ამ ჯგუფს ჯაბა სამუშია გუშინ ღამით მათ შეხვდა და დაახლოებით, 2 საათი გაგრძელდა ეს შეხვედრა და რამდენადაც ვიცი, ეს შეთანხმება შედგა. ეს არის სტუდენტთა ერთი ჯგუფის აზრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა და საუბარი. გუშინ რა საკითხზე შეთანხმდნენ ნამდვილად არ ვიცი, მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. ალბათ, შეხვედრის მონაწილეები უფრო მეტს იტყვიან. მარტო ერთი კანდიდატია და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. უკეთესი იქნებოდა რამდენიმე კანდიდატი და სხვადასხვა კონცეფციები ყოფილიყო. თუმცა, ეს არ არის ერთი კანდიდატის ბრალი იმიტომ, რომ ნებისმიერს შეეძლო შემოეტანა განაცხადი”, - აღნიშნა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო