არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.

ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

„მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერებულ მოსამართლეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულებაში არაჯეროვანი ჩარევის, ნეპოტიზმის და მოსამართლეების მხრიდან შემოსავლის დამალვის სავარაუდო ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიგვაჩნია. შესაბამისად, მივესალმებით პარლამენტის წევრების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული კომისიის შექმნას. გამოვთქვამთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილს და გამოვხატავთ მზადყოფნას, წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე, დავეხმაროთ დამატებითი წყაროების მოძიებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო