კახა კალაძე - საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება

საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის არცერთ წამოწყებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია, ქალაქი აღმშენებლობას აგრძელებს.

„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მისვლას აპირებს.

„საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ. ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება და ცხადია, წელსაც ასე მოხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო