რატი იონათამიშვილი - ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე

ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივას.

როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზე რაიმეთი გამორჩეულია, ეს არის ის, რომ მასშტაბური დამნაშავეა, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში".

„კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ.

"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს ფეიგინი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა, ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო