CIU-სა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეებს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას, ერთობლივ ღონისძიებებსა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკა/დასაქმებას ითვალისწინებს.

„დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მოაწერეს.

ამავე დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორს, ლევან უჯმაჯურიძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევა მიულოცეს.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ ფაკულტეტის ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო