თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართები, რომელშიც ათეულობით წლის  განმავლობაში ცხოვრობდნენ, კიდევ  150 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

„დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივულოცო მათ. წინასაახალწლოდ ეს ძალიან დიდი სიხარულია. ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც უკვე ათეულობით წელია, ცხოვრობენ. 2017 წელს, არჩევნებში თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამ პროგრამის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. რა თქმა უნდა, პროგრამას ვაგრძელებთ. კერძო საკუთრებაში უკვე გადაცემულია 300 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც მანამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის რაიონების გამგებლები.

„პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი