რექტორის არჩევის წესი უნდა გახდეს პირდაპირი და დემოკრატიული და მას უნდა ირჩევდეს არა საუნივერსიტეტო ელიტა, არამედ მთლიანი აკადემიური სივრცე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს.
პარტიის შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ერთი კანდიდატის მონაწილეობამ არჩევნები ფარსად გადააქცია და ნათლად გამოხატავს იმას, თუ როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" დემოკრატია და არჩევნები, რასაც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი.
„ჩვენ დავაინიცირეთ მასში ცვლილება, რომლის მიხედვით რექტორის არჩევა უნდა მომხდარიყო პირდაპირი გზით, რაც „ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ, იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი, ალტერნატივა გაჩნდეს კანდიდატების, უნივერსიტეტის განვითარების ხედვებისა და კონცეფციების, რექტორის არჩევის წესი უნდა გახდეს პირდაპირი და დემოკრატიული და მას უნდა ირჩევდეს არა საუნივერსიტეტო ელიტა, არამედ მთლიანი აკადემიური სივრცე", - აღნიშნულია განცხადებაში.