„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეთექვსმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ სოფელ ლამბალოში გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. „საქართველოს ბანკმა“, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ბანკში აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ლამბალოში გახსნილი საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასა თუ რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

„ჩვენ კარგად გვესმის განათლების ძალა. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის, ინიციატივაა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეული მათგანი უზრუნველვყოთ თანაბარი პირობებითა და შესაძლებლობებით, რაც დაეხმარება მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 15 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი და სოფელი საბათლო.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება