ჯაბა სამუშია - თსუ-ში არ არსებობს დახურული თემები, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღეს არჩევნები აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩავატარეთ

ჩვენ სტუდენტებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს დახურული თემები, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩავატარეთ არჩევნები, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

თსუ-ს რექტორის თქმით, ვინც ფიქრობს, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიზირებული იყო, იმ ადამინებს ურჩევს მისი გამოცდილების შესახებ თსუ-ს აკადემიურ ჯგუფს ჰკითხონ.

„მინდა ამ ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო აკადემიური საბჭოს წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის და ყველა უნივერსიტეტელთან ერთად შევეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავლისთვის და იმისთვის, რომ უნივერსიტეტში იყოს სწავლა, მეცნიერული განვითარება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში სანიმუშო, არამედ მთელ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი. მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო პერიოდი დაახლოებით, თვე ნახევარი მიმდინარეობდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 15 ნოემბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. დღეს 27 დეკემბერია, თითქმის თვენახევრის მანძილზე აბსოლუტურად ყველას ჰქონდა უფლება განაცხადი შემოეტანა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით რატომ არ შემოიტანეს. რაც შეეხება იმ ადამიანების აზრს, ვინც ამბობს, რომ პროცესი პოლიტიზირებულია, მე მათ უბრალოდ ვთხოვ, რომ ჰკითხონ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრება ამ უნივერსიტეტში მაქვს გატარებული. თითოეული უნივერსიტეტელისთვის ეს უნივერსიტეტი ჩვენი სახლია. ჩვენ სტუდენტებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. არ არსებობს თემა, არ არსებობს საკითხი, რომ მე არ დავჯდე ჩემ სტუდენტებთან ერთად და არ ვიმსჯელო. არ არსებობს დახურული თემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩავატარეთ არჩევნები. რაც შეეხება სტუნდეტურ საცხოვრებელს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჩემი არჩევის პირველივე დღეს დაიწყო ამაზე მუშაობა. ნებიერმიერი სხვა საკითხიც, რაც არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ გადავწყვეთ ისე, როგორც უნივერსიტეტის ინტერესებში სამომავლოდ იქნება”, - აღნიშნა სამუშიამ.

როგორც სამუშიამ ჟურნალისტებთან განმარტა, გუშინ სტუდენტებთან შეხვედრის დროს რექტორის არჩევის წესის ცვლილების შესახებ იმსჯელეს და მათ მოუწოდა, რომ ამ საკითხზე შეუძლიათ დისკურსია დაიწყონ.

„ჩვენ, გუშინ, სტუდენტებთან შევთანხმდით, რომ შესაბამის ჯგუფთან ერთად სენატის სტუდენტურ წარმომადგენლებთან ერთად, მათ შეუძლიათ რექტორის არჩევის წესის შესახებ დისკურსია დაიწყონ. რა თქმა უნდა, დისკურსიისთვის კარი ყოველთვის ღიაა და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობა გარკვეულ კომპრომისამდე და შეთანხმებამდე მივა. არსებობს სრული მზადმყოფნა იმისა, რომ დისკურსია ამასთან დაკავშირებით დაიწყოს. როგორი უნდა იყოს წესი ან როგორ უნდა მოეწყოს, ეს მომავლის საქმეა. მე როგორც უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი ბუნებრივია დავემორჩილები იმ გადაწყვეტილებას, რასაც კანონის დააწესებს”, - განაცხადა სამუშიამ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს