ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიუახლოვდება

გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10.5 ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება.

„რაც შეეხება ეკონომიკას, მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგი მოგახსენოთ, პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 ეკონომიკური ზრდა.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით, 6 700 დოლარი იქნება და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით, 8000 დოლარს მიუახლოვდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით, 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი - ანუ, სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ სერიოზული პროგრესია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ტემპით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმები.

საგარეო ვალი, ინფორმაციისთვის, 2020 წელს 60%-მდე გაიზარდა მშპ-სთან მიმართებაში, 2022 წელს - წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო, მომავალ წელს, 38% იქნება, სულ რაღაც 2 წელიწადში 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის.

პანდემიის დროს გახსოვთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ძალიან მაღალი იყო, 9,3% იყო დეფიციტი შარშან, როცა მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე. მაშინ ჩამოვწიეთ 6,1%-მდე, შემდეგ წელს უკვე 3%-მდე მოვახერხეთ დეფიციტის შემცირება და გაისად უკვე 2,8%-ი იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ახლა რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ორ წელში საგრძნობლად გავზარდეთ ექსპორტი, 32%-ით არის გაზრდილი იანვარ-ნოემბერში ექსპორტი და შეადგინა 5 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს, 32 %-იანი მატებაა. აქვე მინდა აღვნიშნო, 10 თვის სავაჭრო მონაცემების მიხედვით, ეს მონაცემები, შარშანდელ მთელი წლის მაჩვენებელზე მეტია.

ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგა, შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღდგა. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გაისად რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სატრანსპორტო გადაზიდვები - საავტომობილო, რკინიგზა, რეკორდულია წელს - 25 მილიონი ტონა იქნა გადაზიდული, რაც თითქმის, 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე პოზიტიური წელი იყო წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, 100%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეადგინა თითქმის, მილიარდ 700 000 000 დოლარი ბოლო ათ თვეში, ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2021 წელს, როგორც გითხარით, 100%-ით არის მატება. 2019 წელთან შედარებით ეს არის 72%-ანი მატება, აქედან მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 47%-ია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს