ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხი განიხილეს

ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დადებითად ვითარდება, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყარაბაღში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი ასევე მთავარი განსახილველი თემა იყო სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც მასსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ასევე, სომხეთის პრემიერ ნიკო ფაშინიანს შორის 26 დეკემბერს გაიმართა.

„ჩვენ გუშინ დავიწყეთ მსჯელობა და სამივემ ასევე მოვახერხეთ საუბარი. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირება და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც ყარაბაღს უკავშირდება“, - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების განხილვის შესაძლებლობისთვის.

„რა თქმა უნდა, მსურს განვიხილო ეს სიტუაცია და რა ვარიანტები არსებობს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა