„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, უკრაინაში მებრძოლ ქართველთა სტატუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს გაუთანაბრდეს

ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლის მიზანია, საქართველოს იმ მოქალაქეების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გაუთანაბრდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის სტატუსს და მათთვის და მათი ოჯახებისთვის შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ამისთვის აუცილებელია, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები გავრცელდეს უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზეც.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინიციატივები ჰქონდათ ჩვენ სხვა კოლეგებსაც, რომელიც დაბლოკა "ქართულმა ოცნებამ" მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკითხი რომელიც სცდება პოლიტიკურ კუთვნილებას და წარმოადგენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უნდა ხედავდეს, აფასებდეს გმირობას, თავდადებას და ღირსეულ პატივს მიაგებდეს მას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება