ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად

ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნა, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა.

„რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, 125 ათასი კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. ეს ნიშნავს, როგორ გააქტიურებულია ზოგადად კერძო სექტორი და ბიზნესი. შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც მე აღვნიშნე, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი.

პროგრამებზე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ვმუშაობთ წარმატებულად, როგორიც არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. გაუმჯობესებული თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს. დამატებით შერჩეულია ექსპორტის დიდი პოტენციალის მქონე 60 ეკონომიკური საქმიანობა. წელს 330-მა კომპანიამ დაიწყო ან გააფართოვა საქმიანობა და ამ პროგრამის დაწყებიდან, 2014 წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, დაფინანსებული არის 1500-ზე მეტი პროექტი და ჯამურად 2,5 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული. შეიქმნა 35 ათასი ახალი სამუშაო ადგილი აი ამ პროგრამების დაფინანსებით.

რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამას, დაფინანსდა 1400-ზე მეტი აპლიკანტი და ჯამშიო დაფინანსებული არის 8 200-ზე მეტი პროექტი, შეიქმნა 21 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ეს პროგრამა ჩვენ დავიწყეთ შარშან. ამით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ახლადშექმნილ ოჯახებს, ასევე, მათთაც, ვისაც ახალშობილი შეეძინება. ჩვენ 4 000-ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა მოვახერხეთ. წელს, სულ, პროგრამის ფარგლებში, 11 000-ზე მეტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მოვუწოდო ყველას, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით“, - განაცხადა პრემიერმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი