ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველთან და იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი შეეცდება, სახალხო დამცველის კანდიდატთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსს იანვარში მიაღწიოს.

როგორც კობახიძე განმარტავს, პუნქტები, სადაც პასუხისმგებლობას ცალმხრივად ვერ აიღებდნენ, ვერ შესრულდა.

„ჩვენ, ყველა პუნქტი შევასრულეთ, სადაც ცალმხრივად შეგვეძლო პასუხისმგებლობის აღება - ეს იყო კანონების მიღება, ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული, ორ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. იქ, სადაც ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას, ის პუნქტები ვერ შესრულდა, ეს ეხება თანამდებობის პირების არჩევას, იქ ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა იყო საჭირო, რაც სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ. თუმცა, გაგრძელდება ძალისხმევა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველის კანდიდატთან და ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო