ტურიზმის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის - ტურიზმის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა მიმართეს.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ტურიზმის სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია ტურიზმის სტატისტიკის გამოკვლევის შედეგებისა და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევის შესახებ.

„პორტალი საქსტატში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში მომზადდა.

პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ტურიზმის სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს ტურიზმის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი. პორტალი შედგება ორი მოდულისგან: ვიზიტორთა სტატისტიკა და სასტუმროების სტატისტიკა.

პიერველი მოდული - ვიზიტორთა სტატისტიკა, აერთიანებს ადგილობრივი ტურიზმის, გამყვანი ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა გამოკვლევის შედეგებს, ხოლო მეორე მოდული - სასტუმროების სტატისტიკა, მოიცავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევის ძირითად შედეგებს.

გარდა ამისა, პორტალზე ჩაშენებულია თემატური ინტერაქტიული რუკები და ეს ყოველივე GIS ტექნოლოგიების გამოყენებით იძლევა სივრცითი ანალიზის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული ანალიზის განხორციელებისას.

საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტურიზმის სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tourism.geostat.ge/

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა