ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, მალე დავასრულოთ მუშაობა „საქართველო 2030 სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე

გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა „საქართველო 2030 სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგია მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება.

„მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, ჩვენ წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა პროექტზე „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ჰქონდეს დასრულებული სივრცითი კონცეფცია და წარმოდგენა იმისა, თუ სად როგორ უნდა განვითარდეს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა კოლოსალურ თანხებს გამოყოფს.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უზარმაზარ, კოლოსალურ თანხებს მივმართავთ, ინვესტიციები არის, უზარმაზარი, მილიარდობით. წელს მაგალითისთვის 5 ათას 500 -ზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული ჯამურად. დასაქმებული იყო 25 ათასი ადამიანი და 1 200-მდე კომპანია იყო ჩართული ამ მთელი პროექტების განხორციელებაში.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, მათ შორის, რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე. მოგეხსენებათ, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია.

ჩვენ ამ ისტორიულ პროექტს, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ, დავასრულებთ და გავხსნით 2024 წელს. მაგისტრალის დასრულების შემდეგ, სულ რაღაც სამ საათ ნახევარში, მაქსიმუმ ოთხ საათში ჩახვალთ თბილისიდან ბათუმში.

ასევე გეტყვით, რომ აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაც. მოგეხსენებათ, ჩვენ წელს დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და 2024 წელს დასრულდება კახეთის ავტობანიც.

წელს, ჯამურად, 2000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და 2012 წლიდან დღემდე 13 ათას 500 კილომეტრზე მეტი გზაა რეაბილიტირებული, შეკეთებული და დაგებული. ასევე, ჯამურად, ქვეყანაში აშენებული არის 234 კილომეტრი მაგისტრალური გზა. 2012 წლიდან დღემდე აშენდა 166 კილომეტრი მაგისტრალური გზა”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო