პრემიერი - შარშან, როცა პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა, რომ მოსალოდნელი იყო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის არათუ გაზრდა, არამედ შემცირება - მოვახერხეთ ისე, რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება

მახსოვს, შარშან, როდესაც პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა გუნდში, რომ მოსალოდნელი იყო არათუ ბიუჯეტის გაზრდა, არამედ შემცირება, განახევრებაც, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ისე, რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც, 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს რეკორდული ბიუჯეტი იყო - სამ მილიარდ ლარზე მეტი.

„ასევე, რაც შეეხება რეგიონებს, მინდა მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რეგიონებში თანაბრად გადანაწილდეს სიკეთეები, ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში განახლებული რეგიონების პროგრამა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება შევძელით, განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და მოწესრიგდა 92 პარკი და სკვერი, პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში ინვესტირებული არის 400 მილიონ ლარზე მეტი.

ასევე, ჩვენ შევისწავლეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობა, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ქვეყანაში, ჩვენი შვილები, ბავშვები მთელს ქვეყანაში, ვთქვათ პირდაპირ, რომ საკმაოდ რთულ პირობებში იზრდებიან, ამიტომ აუცილებელი იყო ამ პროგრამის დაწყება. ჩვენ 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომავალი წლიდან, რამდენიმე ფაზად დაიყოფა აღნიშნული პროგრამა.

ეს არის ჯამში მილიარდ 300 000 000 ლარის პროექტი, ყველა ბაღი აშენდება, მოეწყობა და გარემონტდება ევროპული სტანდარტის მიხედვით. ასევე, მინდა ვთქვა და შეგახსენოთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ. 2023 წელს 400 სკოლის პროექტს დავიწყებთ, აქედან 80 აშენდება, დანარჩენი სრულად განახლდება და მოეწყობა ევროპული სტანდარტის მიხედვით. ესეც არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა