ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე - კულტურის და სულიერების ცენტრის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

მოგეხსენებათ, იორდანიაში საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა გადმოეცა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს კულტურის და სულიერების ცენტრის პროექტზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ, მოგეხსენებათ, იორდანიაში საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა გადმოეცა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, მას შემდეგ, როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობას, ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა