ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ჩვენ ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო მინისტრებს და მათ უწყებებს

მინდა ჩვენ ჯარს და პოლიციას მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენ მინისტრებს და მათ უწყებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა. ღარიბაშვილის განმარტებით, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ავტომობილები და ასევე, სრულად განახლდება ავტოპარკი.

„ჩვენ, პოლიციის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ავტომობილები - ასეულობით ავტომობილი შევუძინეთ ჩვენ პოლიციელებს, სრულად განახლდება ავტოპარკი. ასევე, შეიარაღების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები და განახლება მიმდინარეობს. ასევე, რამდენიმე კვირაში ალბათ, დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. ეს იქნება 1 100-ზე მეტი პოლიციელისთვის განკუთვნილი "პოლიციის ქალაქი" და 1 100-ზე მეტ პოლიციელს გადაეცემა აღნიშნული ბინები. ასევე, მინდა ვთქვა და მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით არის უპრეცედენტოდ მაღალი - 60%. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ პოლიციას. ასევე, იცით, რომ ჩვენ ახლა სამი ახალი, ფრანგული ვერტმფრენი შევიძინეთ. ასევე, სახანძრო სამაშველო მანქანების და ვერტმფრენების შეძენაც მიმდინარეობს. სულ, ჯამში წელს დამონტაჟდა 816 ვიდეოკამერა. დამონტაჟებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 230 ვიდეოკამერა. იცით, რომ ჯარის და პოლიციელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. სხვა ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა ჩვენ დავიწყეთ შარშან 10%-ით. 2023 წელს, ასევე, 10%-ით მოემატება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო