ირაკლი ღარიბაშვილი - გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც

გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა.

„რაც შეეხება გარემოს დაცვას, მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა. წლევანდელი 11 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 880 000-ს გადააჭარბა. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მივმართოთ ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო