ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება - ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დასრულდა 38 ადგილას დასრულდა წყალმომარაგების პროექტები.

„რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით, რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, 200-ზე მეტ მდებარეობაში, წელს მიმდინარეობდა ეს პროექტები. წელს მაგალითად დასრულდა 38 ადგილას წყალმომარაგების პროექტები, შედეგად 140 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2025 წელს დავასრულებთ ყველა ქალაქის წყალმომარაგების პროექტს და 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო