ირაკლი ღარიბაშვილი - 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ, მომდევნო 2-3 წელიწადში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში

აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ნახევარი პირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზეც. „იცით, რომ პირველი მარტიდან გავამკაცრეთ ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები. 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის, მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ნახევარი პირი.

ძალზე მნიშვნელოვანია ასევე აზარტული თამაშების რეკლამის სრული აკრძალვა, რომელიც პარლამენტის დახმარებით წელს შევძელით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მომდევნო 2-3 წელიწადში 200 000 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანი დასაქმდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

„რაც შეეხება დასაქმების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს გეტყვით, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყეთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელება და კიდევ უნდა გავაფართოვოთ აღნიშნული პროგრამა. მომდევნო 2-3 წელიწადში 200 000 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანი დასაქმდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში“,- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენსიების ინდექსაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ 2023 წელს პენსია 365 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 440 ლარამდე გაიზარდება.

„ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ამან განაპირობა პენსიონერთათვის პენსიის ყოველწლიური გარანტირებული ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება და გახდება 365 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში 440 ლარამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა