გიული ალასანიას ინფორმაციით, ედუარდ სააკაშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ვივამედში“ წესები გამკაცრებულია.

"გამკაცრებულია წესები ვირუსების, თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სისუსტე და უმადობა გრძელდება“, - აღნიშნავს ალასანია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა